გაკვეთილები


                                  ბგერები ჩვენს ირგვლივ



გავეთილის მთავარი თემა
ბგერა –  ბგერები ჩვენს ირგვლივ

სწავლების საფეხური
მე – 4 კლასი

მოსწავლეთა პროფილი
13 მოსწავლე
კლასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს
·         დაასახელოს ზოგიერთი ცოცხალი ორგანიზმის ნიშან–თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა
·         აღწეროს ბგერის წარმოქმნა და მისი წყაროები
·         ბგერასა და ასოს შორის განსხვავების დასახელება
·         საუბარი მუსიკალურ ბგერებზე და მის წარმოქმნაზე
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია
·         აღწეროს ცხოველთა ქცევა და განმარტოს მისი მნიშვნელობა გარემოსთან შეგუებაში
·         საუბარი გამაფრთხილებელ და მფარველობით შეფერილობაზე
·         მარტივი ცდის ჩატარება , აღწერს ბგერის წარმოქმნას და ამოიცნობს ბგერის წყაროს
·         დაკვირვება სხვადასხვა ობიექტის მიერ გამოცემულ ბგერებს და განასხვავებს მათ
შეფასების საგანი და პროცედურები
·         განვლილი მასალის ცოდნა
·         მსჯელობის უნარი
·         ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები
·         ზეპირი კომენტარები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
დაფა , ცარცი, სახელმძღვანელო, კამერტონი, მუსიკალური საკრავები, ძაფი, რვეული,კალამი







თანმიმდევრობა
აქტივობა 1.
გონებრივი იერიში – წინარე ცოდნის შემოწმება –15 წუთი
·         რას ნიშნავს გარემოსთან შეგუება?
·         კურდღლის თეთრი ბეწვი უფრო სქელია,ვიდრე რუხი.როგორ ფიქრობთ რატომ?
·         როგორ ეხმარება ორგანიზმებს შეფერილობა გარემოსთან შგუებაში?
·         თეთრ დათვს მტერი არ ჰყავს როგორ ფიქრობთ რაში სჭირდება მფარველობითი შეფერილობა?
·         როგორ არიან უდაბნოში შგუებული ცხოვრებას ცხოველები და მცენარეები?
·         რატომ ერთიანდებიან ოჯახებად ძლიერი ცხოველები?
·         თავდაცვის რა საშუალებები აქვთ ცხოველებს  და როგორ იყენებენ საფრთხის დროს?
·         რა მნიშვნელობა აქვს ბგერების აღქმას ცხოველებისთვის?
·         რა არის ბგერა?
·         რა განსხვავებაა ბგერასა და ასოს შორის?
·         როგორ წარმოიქმნება ბგერები?
აქტივობა 2. –10 წუთი
ბგერები ჩვენს ირგვლივ–– სტუმრად ფიზიკასთან
(საუბარი ფიზიკის მასწავლებელთან)
აქტივობა 3 .    5–8 წუთი
მარტივი ცდების ჩატარება (კამერტონი,გაჭიმული ძაფი,)
აქტივობა 4.     5–7 წუთი
·         ბგერები მუსიკაში  – სტუმრად მუსიკასთან (საუბარი მუსიკის მასწავლებელთნ)
·         მუსიკალური ინსტრუმენტები
აქტივობა 5.  5 წუთი
·         ბგერის წყაროები– ასოციაციური რუკის შედგენა
·         რვეულებში მუშაობა–  შესაბამისობა
·         შემაჯამებელი კითხვები

ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები
ბუნება, ქართული ენა, მუსიკა, ფიზიკა
ნ.კოლიაშვილი, ლ. ჯოლბორდი, ქ. ელიკაშვილი
თარიღი
29.03.2013 წელი




http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38287606


                                 დიდები და პატარები


გაკვეთილის მთავარი თემა
დიდები და პატარები
გაიცანით ბიძია სევა
სწავლების საფეხური
მე-4 კლასი

მოსწავლეთა პროფილი
13  მოსწავლე
კლასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლემ  შეძლოს:
·         ტექსტის შინაარსის გადმოცემა
·         მონაწილეობის მიღება ჯგუფურ აქტივობაში
·         საკუთარი სურვილით შერჩეული როლის წარმოდგენა
·         როლის შესაბამისი ვიზუალური მასალის შერჩევა
·         როლის განსასახიერებლად დამხმარე საშუალებების  ადეკვატურად გამოყენება
(ჟესტი, მიმიკა, დამახასიათებელი მოძრაობა, გარკვეული არტიკულაცია)
·         შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება
·         კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნრის განვითარება

ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია:
·         ტექსტის შინაარსის გადმოცემა
·         მონაწილეობს ჯგუფურ  მუშაობაში
·         სურვილით აირჩიოს როლი
·         შეარჩიოს როლის შესაბამისი ვიზუალური მასალა
·         როლის განსასახიერებლად იყენებს დამხმარე საშუალებებს -ჟესტი,  მიმიკა, გარკვეული არტიკულაცია
·         ურთიერთობენ და თანამშრომლობენ ერთმანეთთან
შეფასების საგანი და პროცედურები
·         ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
·         შერჩეული როლის წარმოდგენა
·         როლისშესრულებისას დამხმარე საშუალებების გამოყენება
·         შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
·         სახელმძღვანელო, მაგიდა, სკამი, სათამაშო უთო, მაკრატელი, ფურცლები




თანმიმდევრობა
აქტივობა  1.
გონებრივი იერიში - კითხვებით ტექსტის შინაარსის ცოდნის შემოწმება
·         სად ცხოვრობს ბიჭი, რომელიც ამბავს ყვება?
·         ტექსტის მიხედვით რამდენი წლისაა ცოტნე? სევა?
·         როგორი წარმოგიდგენიათ სევა გარეგნულად და თვისებებით?
·         დაახასიათეთ მამა, დედა, ცოტნე.
·         რა მოგწონთ მათ ურთიერთობაში?
·         თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ უფროსებთან?

·         მოგწონთ სევას საქციელი? რატომ?

აქტივობა 2.  როლური თამაში
კლასი დაიყო 3 ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა გაითამაშა როლებში  ,
აქტივობა  3.
ჯგუფების შეფასება მოსწავლეთა მიერ 


საგნებთან კავშირი
ქართული,ხელოვნება

პედაგოგები
ნ.კოლიაშვილი, სუზანა ნალბანდიან

თარიღი
14. 05 .2013 წ.




http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38287770


ანგარიში

გაკვეთილის ჩატარების შესახებ

გაკვეთილის ჩატარების  დღე:                               14. 05. 2013 წ.
სკოლა:                                                                      სსიპ ძევერის საჯარო სკოლა
მასწავლებლები :     ნინა კოლიაშვილი და წალკის რაიონ სოფ .ბურნაშეთის საჯარო სკოლის პედაგოგი     სუზანა ნალბანდიან
კლასი:                            მე–4
საგანი:                           ქართული ენა, ხელოვნება   
თემა :                          დიდები და პატარები
მისაღწევი შედეგები :
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები :   გონებრივი იერიში, როლური თამაში, შეფასება
გაკვეთილის შედეგები:მოსწავლეს შეუძლია:
·         ტექსტის შინაარსის გადმოცემა
·         მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში
·         აირჩიოს როლი
·         შეარჩიოს როლის შესაბამისი ვიზუალური მასალა
·         როლის შეასრულებისას იყენებს დამხმარე საშუალებებს
·         თანამშრომლობენ ერთმანეთთან
·         აფასებენ ერთმანეთს
მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.უფრო მეტად კმაყოფილი ვარ ჯგუფური მუშაობის შედეგებით, ურთიერთთანამშრომლობით და ტექსტის გადმოცემის უნარით. გაკვეთილზე გამოვიყენეთ აქტივობა „როლური თამაში“.ეს აქტივობა დამეხმარა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლებაზე. მათ სურვილით გაინაწილეს როლები, დაჯგუფდნენ და როლის შესრულებისას გამოიყენეს შესაბამისი საშუალებები მიმიკა, სათანადო ჟესტიკულაცია და ინტონაცია .ამ აქტივობის გამოყენებისას მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი უნარი, აზროვნების და საუბრის უნარ–ჩვევები, ტექსტის შინაარსის  გადმოცემის უნარი. იყენებდნენ ავტორისეულ გამოთქმებს და საკუთარ სიტყვებითაც გადმოსცემდნენ შინაარს. გაკვეთილის სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა გაკვეთილის მსვლელობისას, მხოლოდ აქტივობებისთვის განსაზღვრული დრო არ აღმოჩნდა საკმარისი. კერძოდ,არ დაგვრჩა დრო შეფასების გაანალიზების. მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკა გამოიყენეს. ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში დროს უფრო სხვაგვარად გავანაწილებდი ან გამოვიყენებდი  დაწყვილებულ გაკვეთილს. ასევე ყურადღებას გავამახვილებ ვიზუალურ მხარეზე, რადგან როლების გათამაშებისას მოსწავლეებს ჰქონდათ მცირე რაოდენობის მასალა.ასევე, როგორც სპექტაკლს შეესაბამება დავამზადებთ აფიშას  და ამის მიხედვითაც შეფასდებოდნენ მოსწავლეები, გავაუმჯობესებ საკლასო გარემოს და უფრო შემოქმედებით დატვირთვას მივცემ. კარგი იქნება ჯგუფში  საუკეთესო შემსრულებლებისგან ახალი ჯგუფის შექმნა და ისე გათამაშება როლებში. მიუხედავად ყოველივე ამ შენიშვნებისა გაკვეთილმა საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა. ბავშვები მონდომებით მუშაობდნენ , ჯგუფში განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები და იყო სამუშაო გარემო.
გაკვეთილი იმითიც იყო საინტერესო რომ გაკვეთილი დაიგეგმა და ჩატარდა სტუმრად მყოფ პედაგოგთან ერთად, სუზანა ნალბანდიანთან ერთად, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ინიციატივით მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება ჩვენს სკოლაში და გამოცდილების გაზიარების მიზნით ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.
როლური თამაში დაეხმარება ბავშვებს უფროსებთან ურთიერთობაში. ისინი აშკარად გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას მათ მიმართ ვინც იცის მათთან თამაში, ხუმრობა და ადვილად შედიან კონტაქტში ასეთ ადამიანებთან.  მათ დაასახელეს უფროსი მეგობრებიც რომლებზეც გატაცებით და სიყვარულით საუბრობენ.




მოსწავლეთა  თვითშეფასების რუბრიკა



ძალიან კარგად
კარგად
ნაწილობრივ

მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში



წარმოადგენს შერჩეულ როლს




შერჩეული აქვს ვიზუალური მასალა



როლის შესრულებისას იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტი, მიმიკა, დამახასიათებელი მოძრაობა








                                                    ო რ ა გ უ ლ ე ბ ი



გაკვეთილის მთავარი თემა
ქართული–ბუნების სურათები–როგორ ცხოვრობენ ორაგულები?
ბუნება–რა არის ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი?

სწავლების საფეხური

მოსწავლეთა პროფილი
IV  კლასი

13 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის კლასში
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ:
·         დამოუკიდებლად იპოვოს ტექსტში გამოთქმები, რომლებსაც ავტორი იყენებს მოვლენების ასაღწერად
·         საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის მიმართ
·         ნაწარმოებში ასახული ამბის გადმოცემა თხრობით
ბუნება:
·         შეძლოს ორგანიზმების, სასიცოცხლო ციკლის შესახებ საუბარი.
·         განიმტკიცოს ცოდნა თევზების სასიცოცხლო ციკლის ეტაპებზე
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
·         მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
·         გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს
·         ეუფლება და მეტყველებაში იყენებს ახალ ლექსიკურ ერთეულებს
·         აღწერს ორგანიზმების საციცოხლო ცილკს
·         შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან–თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობა
შეფასების საგანი და პროცედურები
·         კითხვისა და თხრობის ტექნიკა
·         მსჯელობა ტექსტის თემაზე
·         ზეპირი კომენტარებით
·         კითხვა – პასუხით
·         ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევებით
·         კომპიუტერთან მუშაობის უნარით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო,დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, კომპიუტერი, პროექტორი



თანმიმდევრობა










თანმიმდევრობა
A  ფაზა
აქტივობა  1.
საუბარი. პროექტორის საშუალებით ვაჩვენო მთის და ბარის მდინარეები,ზღვები, თევზები–––7–8 წუთი
აქტივობა  2.   B  ფაზა
კითხვა–პასუხი––15 წუთი
1.რით განსხვავდება მთის და ბარის მდინარე?
2.როგორ ადგილს ირჩევს ორაგული ქვირითის დასაყრელად?
3.მოძებნონ ტექსტში და წაიკითხონ ის ადგილი სადაც აღწერილია ლიფსიტის ამ ქვეყნად მოვლინება
4.რამ აიძულა ორაგულები სამშობლო რომ დაეტოვებინათ?
5.აღწერონ ორაგულების მოგზაურობა ლიახვიდან კასპიის
ზღვამდე
მითითებული ადგილების კითხვა სახელმძღვანელოდან
6.როდის გადაწყვიტეს თევზებმა სამშობლოში დაბრუნება?
7.რა განცდამ შეცვალა ორაგულების დიდი სიხარული?
8.როგორ ფიქრობთ ,რატომ აქვს ყველა ორგანიზმს სასიცოცხლო ციკლი?
9.სასიცოცხლო ციკლის რა ეტაპზეა ორაგული ქვირითის დაყრისას?
 ფაზა
აქტივობა  3.      7–8 წუთი
ჯგუფური მუშაობა  კლასი გაყოფილია სამ ჯგუფად,თითოეულს მიეცემა დავალება:
პირველი ჯგუფი–––მოიფიქრონ ანდაზები რომლებიც შეესაბემება ორაგულების ცხოვრებას
მეორე ჯგუფი–––– „ჩემი აზრი ორაგულის ცხოვრებაზე“
მესამე ჯგუფი––––სფემის სახით გამოსახონ ორაგულის სასიცოცხლო ციკლი
აქტივობა 4.
პრეზენტაცია   3–4 წუთი  თითოეულ ჯგუფს
გაკვეთილის შეჯამება ––2–3  წუთი

ინტეგრირებული საგნები,
მასწავლებლის სახელი, გვარი
ქართული ენა, ბუნება
ნინა კოლიაშვილი
თარიღი
20 ნოემბერი
2012–2013 სასწავლო წელი



                                                          
                                      ა ნ გ ა რ ი შ ი



სკოლა                                                       ძევერის საჯარო სკოლა
პედაგოგი                                                  ნინა კოლიაშვილი
კლასი                                                        მე–4 კლასი
საგანი                                                        ქართული ენა და ლიტერატურა,
                                                                ბუნებისმეტყველება.
ძირითადი თემა:
ქართული ენა  თემა: ბუნების სურათები  ––  როგორ ცხოვრობენ ორაგულები?
ბუნებისმეტყველება:  რა არის ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი?
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
·         მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
·         გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს
·         ეუფლება და მეტყველებაში იყენებს ახალ ლექსიკურ ერთეულებს
·         აღწერს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს
·         შეუძლია დაასახელოს ზოგიერთი ორგანიზმის ნიშან–თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობ.
საკვანძო მეთოდები/ სტრატეგიები
·         საუბარი
·         კითხვა–პასუხი
·         ჯგუფური მუშაობა
·         პრეზენტაცია
ძირითადი სასწავლო რესურსები :
კომპიუტერი, სახელმძღვანელო, რვეული, კალამი
გაკვეთილის შედეგები
გაკვეთილზე მოვაღწიე გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. უფრო მეტად კმაყოფილი ვარ ,რომ მოსწავლეს შუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი და დაასაბუთოს. ასევე აღწერს ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს, კითხულობს მითითებულ მონაკვეთს ტექსტში.
მოსწავლეთა ჩართულობაზე  და მოტივაციაზე დიდი გავლენა იქონია კომპიუტერის შეტანამ და მომზადებულმა პრეზენტაციამ.  დაინახეს მთის და ბარის მდინარეები , ისაუბრეს მათზე. გააოცა ისინი ორაგულის ზომებმაც. მოსწავლეებმა კარგად აითვისეს მაცალა, თევზის სასიცოცხლო გარემო და სასიცოცხლო ციკლი. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული  სახელმძღვანელოზე მუშაობის უნარ–ჩვევები და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
ცოდნის კონსტრუირების და რეფლექსიის გზაზე გამოვიყენე აქტივობა კითხვა–პასუხი და ჯგუფური მუშაობა.
გაკვეთილისთვის  მჭირდებოდა პროექტორი, რომელიც აღმოჩნდა ,რომ არ მუშაობდა ამიტომ მომიწია ერთ კომპიუტერზე მეჩვენებინა რასაც დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა  .

ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში გამოწვევის ფაზაში გამოვიყენებდი სტრატეგიას „ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე“  გაკვეთილის მსვლელობის დროს ყურადღებას გავამახვილებდი  მოსწავლეების ცოდნაზე და გავითვალისწინებდი „მინდა ვიცოდე“ –ს გრაფას. თუმცა გაკვეთილმა საინტერეცოდ ჩაიარა და დასახულ მიზანს მივაღწიე.


N
კრიტერიუმები
1 ვარსკვლავი
2 ვარსკვლავი
3 ვარსკვლავი


1.
გააზრებული კითხვის უნარ–
ჩვევები
კითხულობს გაუაზრებლად,
პაუზებით
კითხულობს გამართულად,
გაუაზრებლად
კითხულობს გააზრებულად,
გამართულად
2.
ჯგუფური მუშაობის უნარ–
ჩვევები
არ აქტიურობს
მუშაობს ჯგუფში,უჭირს
პრეზენტაცია
იცის ჯგუფში
მუშაობა
3.
ჩართულობა
არ აქტიურობს
პასუხობს კითხვებს
ჩართულია გაკვეთილზე
4.
მსჯელობის უნარ– ჩვევები
უჭირს აზრის გამოთქმა, საუბრობს პაუზებით
მსჯელობს, პასუხობს კითხვებს
გარკვევით გადმოსცემს საკუთარ აზრს, მსჯელობს ნაწარმოების შესახებ
შეფასების რუბრიკა :  როგორ ცხოვრობენ ორაგულები?

http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38287970

Комментариев нет:

Отправить комментарий