პროექტები






შემოდგომის ფერები

პროექტის აქტუალობა:  ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება,ფერთა  საოცარი ჰარმონიის აღქმა,თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან  შეჯერება
პროექტის მიზანი: დაკვირვების უნარის განვითარება, კომუნიკაბეკურობის, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების  გამომუშავება და განმტკიცება, საკუთარი აზრის გამოთქმის  და მსჯელობის უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:  მე–4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა:  3 დღე
საჭირო რესურსი: სხვადასხვა ფერის და ზომის ფოთლები,წებო, ფურცლები, მაკრატელი, კალამი, სახატავი მასალა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ ბუნებაში მიმდინარე  ცვლილებაზე, ფერთა მრავალფეროვნებაზე,შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, დაამზადებენ აპლიკაციებს ,დახატავენ პეიზაჟს „შემოდგომის ფერები“.შვიმუშავეთ პროექტის გეგმა და აქტივობები,პროექტის მიმდინარეობა გავწერეთ 3 დღეზე შემდეგნაირად:   დღე პირველი
შემოდგომის სურათები, პეიზაჟები, გავმართეთ დისკუსია წელიწადის დროებზე. გაიხსენეს ლექსები  შე: მოდგომაზე,ხატეს თემაზე „შემოდგომის ფერები“
დღე  მეორე: გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში შევაგროვეთ სხვადასხვა ფერის დაზომის ფოთლები, ასევე მივეცი დავალება სახლში მოეძებნათ კიდევ სხვა ფერის ფოთლები.
დღე მესამე: შეგროვილი ფოთლებით დაამზადეს აპლიკაციები. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოვაწყეთ ნამუშევრების პრეზენტაცია და გამოფენა.
სხვა საგნებთან კავშირი:  ქართული,  ბუნება, ხელოვნება

პროექტის შემაჯამებელი შფასება: ჯგუფები მუშაობდნენ აქტიურად, კლასში  იგრძნობოდა მეგობრული გარემო, შექმნეს საინტერესო ნამუშევრები, თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.



ა ნ გ ა რ ი შ ი
პროექტის თემა:  შემოდგომის ფერები
პროექტის აქტუალობა:ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება,ფერთა საოცარი ჰარმონიის აღქმა,თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შეჯერება.
პროექტის მიზანი: დაკვირვების უნარის განვითარება, კომუნიკაბელურობის, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების გამომუშავება და განმტკიცება,საკუთარი აზრის გამოთქმის და მსჯელობის უნარების განვითარება.
პროექტის ხანგრძლივობაა 3 დღე. 14 ,15, 16 ნოემბერი.
პროექტის იდეა გაჩნდა ძალიან უბრალო შემთხვევის შედეგად. კერძოდ, სკოლაში მივდიოდი,რომ მეზობლის ღობეზე შევნიშნე ვაზის წითელი,უჩვეულოდ ლამაზი ფოთოლი,რომელიც მოვწყვიტე და სკოლაში წავიღე. ვაჩვენე ბავშვებს და საუბარის დროს გაჩნდა იდეა შეგვეგროვებინა ლამაზი ფოთლები, ხოლო ვანო ჯოლბორდმა და ლალი მახანაშვილმა კი შემოგვთავაზეს ფოთლებით აპლიკაციების დამზადება . იდეა ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ მიგვეცა პროექტის სახე და შეგვედგინა სამუშაო გეგმა.ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ .აღსანიშნავია,რომ მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ, მათგან წამოვიდა ბევრი საინტერესო იდეა, ხოლო მე კომპიუტერული პროგრამების საშუალებით გავალამაზე მათი შემოქმედება.
14 ნოემბერი ––– კომპიუტერის საშუალებით ვაჩვენე შემოდგომის სურათები,მოვაწყეთ დისკუსია „წელიწადის დროები’“.მოსწავლეებმა ისაუბრეს წელიწადის დროებზე,ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე,დაასახელეს მათთვის საყვარელი დრო, გაიხსენეს ლექსები შემოდგომაზე.მიღებული შთაბეჭდილებებით მოსწაავლეებმა ხატეს თემაზე „შემოდგომის ფერები“.ბოლოს კი მოვაწყეთ ნახატების გამოფენა. ბავშვები თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, საუბრობდნენ გატაცებით, ხატვის დროს გამოიყენეს სხვადასხვა ფერები და შეუხამეს ერთმანეთს.
15  ნოემბერი  ––– გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში შევაგროვეთ ფოთლები სხვადასხვა ფერის და ზომის.ბავშვები ერთმანეთს უჩვენებდნენ ფოთლებს,ადარებდნენ ერთმანეთისას, ცდილობდნენ ეპოვათ განსხვავებული ფოთლები. ამ პროცესის დროს გადავიღე სურათები, იყო მეგობრული გარემო,ბავშვები ხალისობდნენ.
16  ნოემბერი  –––– სკოლაში შეგროვილი და სახლიდან მოტანილი ფოთლებით დაამზადეს აპლიკაციები.მუშაობდნენ ჯგუფებში ,გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია. ბოლოს მოვაწყეთ გამოფენა. შედეგად მივიღეთ საინტერესო ნამუშევრები. დაასახელეს საუკეთესო ნამუშევარიც.

პროექტის მსვლელობის დროს ბავშვები მიხვდნენ რომ ფოთოლი შემოდგომით შეიძლება წითელიც იყოს და ყვითელიც.განუვითარდათ დაკვირვების უნარი,კომუნიკაბელურობის და შემოქმედებითი უნარები.პროექტი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი ბავშვებისთვის. მათ იმუშავეს ინტერესით, ხალისიანად, მეგობრულად. ასევე პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარებას.აღნიშნული პროექტი და ფოტო მასალა განთავსებულია ინტერნეტ–სივრცეში მისამართით: nanakoliashviliblogspot.com  

http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38069709?next_slideshow=1



ყვავილოვანი მცენარეთა ზრდა- განვითარებ

                  ანგარიში
პროექტის თემა : ყვავილოვანი მცენარეების ზრდა–განვითარება
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მასწავლებელთან ერთად დაგეგმოს და ჩაატაროს მარტივი ცდა ყვავილოვანი მცენარეების აღმოცენებასა და ზრდა–განვითარებაზე დასაკვირვებლად.
ჯგუფური მუშაობის თანამშრომლობის, დაკვირვების,მონაცემთა შეგროვების ,ჩაწერის უნარ–ჩვევების განვითარება.
პროექტის განსახორციელებლად ჩავატარეთ სადემონსტრაციო ექსპერიმენტი: დავთესეთ ლობიო სხვადასხვა პირობებში მოსწავლეებმა გააკეთეს შესაბამისი ჩანაწერები.
გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ მცენარის აღმოცენებას. გააკეთეს დასკვნები არ აღმოცენებულ მცენარეზე, რატომ არ აღმოცენდა რა აყო ამის მიზეზი , რა პირობები სჭირდება მცენარეს აღმოსაცენებლად და ა. შ.
ლობიო რომელსაც ყველა პირობა ჰქონდა აღმოცენდა. ამის შესახებ საუბრობდნენ ,ასახელებდნენ პირობებს ,რომელიც საჭიროა მცენარის ზრდა–განვითარებისთვის . ამასთან ერთად აკვირდებოდნენ უკვე ამოსულ ლობიოს და მის ზრდას. კვირაში ერთხელ ზომავდნენ სიმაღლეში და გამოჰქონდათ დასკვნები.
ეს პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შექმნოდათ თუ რა პირობები სჭირდება მცენარეს აღმოცენებისა და ზრდისათვის. ასევე მიღებული ცოდნა დაეხმარებათ ცხოვრებაში. იმისათვის რომ მცენარე აღმოცენდეს და გაიზარდოს სჭირდებათ გარკვეული პირობები რომელიც უნდა შევუქმნათ დათესვის თანავე.
მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობდნენ შეთანხმებულად ,აკეთებდნენ შესაბამის ჩანაწერებს .
პროექტის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ მონაცემების შეგროვების და ამ მონაცემების ჩაწერის უნარ–ჩვევები, რაც შემდგომი მუშაობისას გამოადგებათ.
პროექტზე მუშაობისას ყველა მოსწავლე შეფასდა დადებითად,რადგან ყველა იყო ჩართული პროექტში, აქტიური, მონდომებული.

http://koliashvili.blogspot.com/

              საახალწლო ტრადიციები ქართლში



პროექტის თემა:  საახალწლო ტრადიციები  ქართლში
პროექტის აქტუალობა:
 გაეცნონ და შეისწავლონ ქართული საახალწლო ტრადიციები ქართლში, გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოძიების უნარი და შემოქმედებითი უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზანი:
Ø  შეაგროვონ მონაცემები საახალწლო ტრადიციებზე ქართლში
Ø  მოიძიონ და ისწავლონ საახალწლო ლექსები
Ø  შეძლონ საკუთარი საქმიანობის ორგანიზება
Ø  გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევები
Ø  გამოუმუშავდეთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ
მონაწილეთა ასაკი:  მე –4  კლასის   მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა:  14 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
Ø  მოძიებული ინფორმაციის საშუალებით შეძლებენ საუბარს საახალწლო ტრადიციებზე
Ø  დაისწავლიან საახალწლო ლექსებსა და სიმღერებს
Ø  გამოუმუშავდებათ თანამშრომლობის უნარ–ჩვევები
Ø  გამოუმუშავდებათ ღონისძიების მოწყობისა და ღონისძიებებში მონაწილეობის უნარ–ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო რესურსი:  ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, ნაძვის ხე, ნაძვის ხის მოსართავები, მაგნიტოფონი, კომპიუტერი.
პროექტის განხორციელება:
ჯგუფში პროექტის გეგმის შემუშავება:
Ø  ინფორმაციის მოძიება საახალწლო ტრადიციებზე ქართლში  ––– 6/XII__11/XII
Ø  ნაძვის ხის მოსართავების და მისალოცი ბარათების დამზადება ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელი–– ეთ. ლომსაძე––ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა – 12/XII—15/XII
Ø  საახალწლო სიმღერების შესწავლა––– მასწავლებელი ქ. ელიკაშვილი––ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა –––10/XII—19/XII
Ø  ქართული ცეკვების შესწავლა ––– მასწავლებელი თ.ფილიური –– წყვილებში და ჯგუფური მუშაობა  ––6/XII—20/XII
Ø  პროექტის პრეზენტაცია ––საახალწლო ღონისძიება  „გილოცავთ...“ –– 21/XII
საგნებთან კავშირი:  ქართული ენა, ხელოვნება,მუსიკა, ცეკვა
პროექტის ხელმძღვანელი:  ნ. კოლიაშვილი
ა ნ გ ა რ ი შ ი
პროექტის თემა; საახალწლო ტრადიციები ქართლში
პროექტის აქტუალობა: გაეცნონ და შეისწავლონ ქართლში არსებული საახალწლო ტრადიციები, გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოძიების და შემოქმედებითი უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზანი:  შეძლონ  ინფორმაციის მოძიება,გამოუმუშავდეთ ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევები, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
პროექტის ხანგრძლივობა:  14 დღე  6/XII—21/XII
პროექტის  მსვლელობა:  პროექტის დაგეგმვამდე ჩავატერე კვლევა დიალოგის  საშუალებით თუ რა  ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს საახალწლო ტრადიციებზე საქართველოში და კერძოდ, ქართლში. აღმოჩნდა რომ ბავშვები არ იცნობდნენ უკვე მივიწყებულ ტრადიციებს.საუბრობდნენ მხოლოდ ნაძვის ხის დადგმაზე, მეკვლეზე და „თოვლის პაპაზე“. დავგეგმე პროექტი და  დავალება მივეცი ჯგუფებში მოეძიებინად ინფორმაცია საახალწლო ტრადიციებზე . შემოვიფარგლე  ჩვენი კუთხით  ქართლით. შევაჯერეთ მოძიებული ინფორმაცია ჯგუფებში.
პარალელურად ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს ნაძვის ხის მოსართავები,საახალწლო მისალოცი ბარათები, ხოლო მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეისწავლეს საახალწლო სიმღერები. ცეკვის მასწავლებლის დახმარებით კი დავდგით სამი ცეკვა ქართული, აჭარული და რაჭული. 21 დეკემბერს კი ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია ღონისძიების სახით. ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ საახალწლო ტრადიციები ქართლში, წაიკითხეს ბავშვებმა საახალწლო ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო  ბავშვებისთვის რადგან მათ შეძლეს ინფორმაციის მოძიება და მისი მხატვრულად წარმოდგენა.ასევე პროექტი ძალიან დამეხმარა მოსწავლეთა თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის, რაც იმაში გამოიხატა რომ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციის დროს ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს, ასევე თვითონვე გაანაწილეს როლები ვინ იცეკვებდა ქართულს, აჭარულს, რაჭულს, ვინ შეასრულებდა სიმღერებს. ანუ, პროექტის მსვლელობის დროს იგრძნობოდა კლასში მეგობრული დამოკიდებულება, ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარები. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ღონისძიების მსვლელობაში. ღონისძიების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ერთი საათი. მიმაჩნია რომ შეძლებდნან უფრო მეტს და კარგი იქნებოდა თუ მარტო ქართლით არ შემოვიფარგლებოდი და საქართველოს სხვა კუთხის ტრადიციებზეც გავამახვილებდი მათ ყურადღებას.
პროექტში მონაწილეობდნენ  მუსიკის, ცეკვის და ხელოვნების მასწავლებლები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს პროექტის განხორციელებაში.

პროექტის ხელმძღვანელი:  ნ. კოლიაშვილი



                                               საქართველოს კუთხეები





პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს აქვთ მწირი წარმოდგენა და ცოდნა საქართველოს კუთხეებზე,მის ადათ–წესებზე, ტრადიციებზე.
პროექტის მიზანი:
·         შეძლონ მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს კუთხეებზე, ტრადიციებზე
·         ინფორმაციის მოძიების, კვლევის უნარის განვითარება
·         ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის უნარის ანვითარება
·         შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
·         ისწავლონ პროექტზე მუშაობა და პროექტის შეჯამება
პროექტში მონაწილეობენ:   მე–3 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა:    6 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს და ტრადიციებს
·         შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას
·         შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
·         განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი
·         ისწავლიან პროექტზე მუშაობას
საგნებთან კავშირი:  ქართული, ბუნება, ხელოვნება
რესურსები:  საწერი ფურცლები, ფოტოები, კალმები, ფანქრები, ფაილები, მაკრატელი, წებო, სახელმძღვანელოები: ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება, საბავშვო ენციკლოპედია.
პროექტის გეგმა   (შემუშავდა კლასთან ერთად)
·         ინფორმაციის შეგროვება საქართველოს კუთხეებზე
·         ფოტომასალის შეგროვება
·         ილუსტრირებული ალბომის შექმნა „საქართველოს კუთხეები“

·         პრეზენტაცია

       
                  ჯანმრთელობა და ჰიგიენა




   
      http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38286613


                       წიგნის  კვირეული

       http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38286981

     

       http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38287021

 


                                    ჩემი სოფელი

   პროექტის აქტუალობა:  პროექტი ხელსშეუწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ პრეზენტაციის დამოუკიდებელი მუშაობის, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, მცირე ზომის ტექსტის შეთხზვის უნარ–ჩვევები. გაეცნონ და შეისწავლონ სოფლის ისტორია.
პროექტის მიზანი : 
ü  შეძლონ შეაგროვენ მონაცემები სოფელზე
ü  გაეცნონ სოფლის ღირსშესანიშნავ ადგილებს და შეძლონ ამ საქმიანობის ორგანიზება
ü  შეხვდნენ და ესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს
ü  შეძლონ მოპოვებული ინფორმაციის წარმოდგენა წერილობით და გამოთქვან საკუთარი მოსაზრება
ü  შეძლონ პროექტზე მუშაობის დროს წამიჭრილი პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება
ü  შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
ü  ისწავლონ პროექტზე მუშაობა და პროექტის შეჯამება
მოსწავლეთა ასაკი:   მე–4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა:  6 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
ü  მოსწავლეები შეიტყობენ სოფლის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს
ü  შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას
ü  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
ü  შეძლებენ თავის საქმიანობის ორგანიზებას და შედეგების ანალიზს
ü  განუვითარდებათ პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
ü  ჩამოუყალიბდებათ საუბრის კულტურა
ü  საკუთარი აზრის გამოთქმის და პრეზენტაციის უნარი
საგნებთან კავშირი:  ქართული, ბუნება, მათემატიკა, ხელოვნება
პროექტის გეგმა  (შემუშავდა კლასსთან ერთად ) :
1.      ლეგენდა ჩემს სოფელზე ––  მთელი კლასი –– ინფორმაციის  მოძიება                                            26  ნოემბერი  ––    1 დეკემბერი
2.      მცირე თხზულების შედგენა და პრეზენტაცია –––––– 4  ნოემბერი   
3.      ჩემი გვარის ისტორია  ––  ინფორმაციის მოძიება ––– 5 დეკემბერი – 15 დეკემბერი    ( (ჯგუფების შედგენა გვარების მიხედვით ) 
4.      მცირე თხზულების შედგენა და პრეზენტაცია ––   16  დეკემბერი
5.      ჩემი სკოლა  ––  24 იანვარი
ა)  I ჯგუფი –ინფორმაციის მოძიება
ბ)
II ჯგუფი–– ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
გ) III ჯგუფი – ინტერვიუ ციცინო მანელიძესთან
მოპოვებული მასალის განხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება.
6.      ალ. ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის დათვალიერება  ––  თებერვალი
7.      შთაბეჭდილებით წერა თხზულების „ სოფლის სახელოვანი შვილები „
8.      ექსკურსია ფერმაში   ––  მარტი
9.      ინტერვიუ სოფლის უხუცეს ადამიანებთან   ––   მარტი
10.  9 აპრილის მემორიალი  , ინფორმაციის მოძიება –– აპრილი
11.  შინმოუსვლელთა ობელისკი  –– მაისი
ა ) I ჯგუფი – იფორმაციის მოძიება
 ბ) II ჯგუფი – ინტერვიუ მეორე მსოფლიოს ომის მონაწილესთან დ. ილურიძესთან
12    .2008 წლის აგვისტოს ომი –– მაის
ა) I ჯგუფი – თხზულება „ომი ჩემს სოფელში“
ბ) II ჯგუფი – ინტერვიუ გ. მაკრახიძის მშობლებთან
გ) III ჯგუფი – ხატვა „ ჩემი თვალით დანახული ომი „
12.  ლაშქრობა სოფელში –წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის, ნათლისმცემლის, სამების ეკლესიების დათვალიერება –– მაისი
13.  აქცია––  „ მე მიყვარს ჩემი სოფელი „–– ივნისი
14.  პროექტის შეჯამება –– ივნისი

https://www.youtube.com/watch?v=OQl29yYwBrY&feature=youtu.be




    
















Комментариев нет:

Отправить комментарий