კვლევა




კვლევის თემა:   მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა კლასში
კვლევის მიზანი:  კლასში მოსწავლეთა თანამშრომლობის შესწავლა ჯგუფური მუშაობის, ღონისძიებების,კლასში დასვენებების დროს.  მოსწავლეთ თანამშრომლობაში არსებული პრობლემების აღმოჩენა და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიება.
კვლევის ობიექტი:   მე–4 კლასის მოსწავლეები
კვლევის მეთოდები:
·                                 თვისობრივი და რაოდენობრივი დაკვირვება
ა)მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვება ჯგუფური მუშაობის დროს, დასვენებაზე, კლასგარეშე მუშაობის დროს.
ბ) კლასის საათი –– საუბრები ზნეობასა და მეგობრობაზე
გ) დისკუსიების მოწყობა , დაკვირვება მოსწავლეთა საუბრის კულტურაზე, ერთმანეთის მოსმენის უნარზე, სხვისი აზრის პატივიცცემაზე
·                    ანკეტირება
ა)მშობელთა  წერილობითი გამოკითხვა
ბ) მოსწავლეთა წერილობითი გამოკითხვა
პროექტზე „საახალწლო ტრადიციები“ , მუშაობისას დაკვირვება
·         კვლევის მოსალოდნელი შედეგები:   
გაუმჯობესდეს   კლასში მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობა,  კლასში შეიქმნას მეგობრული გარემო და ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და  აზრთა გაზიარება.                      

კვლევის ჩატარების ვადები:
დეკემბერი  ––   თებერვალი     2012–2013 სასწავლო წელი






კვლევის  დღიური

კლასი , მიმაჩნია ,რომ არის მეგობრული,არ არის კონფლიქტები მოსწავლეთა შორის, იშვიათად ხდება მათ შორის გაუგებრობები. მიუხედავად ამისა სასწავლო წლის დასაწყისშივე შევნიშნე რომ რამდენიმე მოსწავლე ცდილობს პირველობას და არაფერს უთმობენ ერთმანეთს. ასევე ჯგუფური მუშაობის დროს რამდენიმე ბავშვი არ აქტიურობს, არ ცდილობს მიიღოს მონაწილეობა ჯგუფში, იყო შემთხვევები,რომ არჩევენ ვისთან სურთ მუშაობა და ვისთან არა. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა მოსწავლეთა თანამშრომლობაზე. გამოვიკვლიო მიზეზები და ჩემი თანდათანობით  შეუმჩნეველი ჩარევით, საუბრებით და მითითებებით გამოვასწორო მდგომარეობა.
პროექტზე „შემოდგომის ფერები“ მუშაობისას სკოლის ეზოში შევაგროვეთ ფოთლები.
გამორჩეულად აქტიურობდნენ მაკრახიძე თაკო, ჯოლბორდი მარიამი, ჯოლბორდი ვანო, ასკილაშვილი ეთერი, მახანაშვილი ლალი, ხუციშვილი მარიამი. განცალკევებით იყვნენ და საერთო მხიარულებაში არ მონაწილეობდნენ მელქუაშვილი ელა, მაკრახიძე დიტო, ჯოლბორდი ნოდარი, მელქუაშვილი ნიკა,ხოლო ჩოხელი ანა და დურული მარიამი სულ განცალკევებით იდგნენ. ანალოგიურად აპლიკაციების შექმნისას ყველა მუშაობდა ,მაგრამ არა ერთად, ჯგუფურად, უმეტესობა არ თანამშრომლობდა კლასელებთან, არრამედ ინდივიდუალურად მუშაობდნენ. ერთად თანამშრომლობდნენ გარკვეული ნიშნით დაჯგუფებული ბავშვები. კერძოდ მარიამი და ვანო ––მეზობლები, ლალი და ეთერი დეიდაშვილები,ანა და დიტო შერთულელები, ნიკა და დათო მეზობლები. თუ ასე დაჯგუფებულ ბავშვებს დავაშორებ ისინი გამოთქვავენ უკმაყოფილებას და არ აქვთ სურვილი სხვებთან თანამშრომლობის.
თავდაპირველად, კვლევისთვის ავირჩიე დაკვირვების მეთოდი. ვაკვირდები ბავშვებს გაკვეთილზე, ჯგუფური მუშაობის დროს, დასვენებაზე, თამაშის დროს.
გარდა დაკვირვებისა საჭიროდ ჩავთვალე კლასის საათის გამოყენება და საუბრები.
აქტივობა–––  კოლექტიური პორტრეტი
საახალწლო ღონისძიებისთვის მზადების პროცესი
პროექტი „ჩემი სოფელი“ მუშაობის პროცესი
ანკეტირება მშობლების და მოსწავლეების
გატარებული ღონისძიებების შემდეგ გავაკეთებ დასკვნას, მექნება გარკვეული წარმოდგენები აღნიშნულ პრობლემაზე და შემდგომ დავსახავ კიდევ საჭირო ღონისძიებებს.

28 ნოემბერი
ჩავატარე საუბარი „მეგობრობა“. ვესაუბრე მეგობრობის აუცილებლობაზე, რომ მეგობრობის დროს კაციც და ქალიც თანასწორია ასევე გოგონაც და ვაჟიც. მეგობარს უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ. მეგობრობის საფუძველი სწორედ აქეან, მათი ასაკიდან იწყება.
მოსწავლეებს ვთხოვე ჩამოეთვალათ ამხანაგების სახელები და გვარები ვისთან მეგობრობასაც ისურვებდნენ. სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გოგონებმა ვაჟებიც დაასახელეს მეგობრებად. მაგალითად, მარიამ ჯოლბორდი  მეგობრობს ვანო ჯოლბორდთან, დიტო მაკრახიძე ანა ჩოხელთან, ვანოსთან მეგობრობენ ლალი მახანაშვილი და ეთერ აკილაშვილიც. გამოიკვეთა რომ კლასში არ ყავს მეგობარი თაკო მაკრახიძეს. მან აღნიშნა რომ მისი მეგობარი გორში ცხოვრობს. რა თქმა უნდა ისიც ავუხსენი მათ რომ არ არის აუცილებელი კლასელი იყოს მეგობარი, თუმცა სასურველია. მეგობარი მარტო სხვა ქალაქში და სოფელში კი არა სხვა ქვეყანაშიც შეიძლება ყავდეს ადამიანს, შეიძლება სხვა სკოლაში სხვა ქალაქში და ა.შ. მთავარია მეგობარი გულით შეიყვაროს და დაეხმაროს გაჭირვებაში და ლხინში.
საუბრის შედეგად დავადგინე რომ კლასში არის მეგობრული გარემო , თუმცა საჭიროა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება რათა განმტკიცდეს  ეს მდგომარეობა და გაუმჯობესდეს ურთიერთთანამშრომლობა ერთმანეთთან.


3 დეკემბერი
ჯგუფური მუშაობის ჩასატარებლად მოსწავლეებს ვთხოვე ჯგუფები შეედგინათ ისე როგორც თვითონ სურდათ. ჯგუფში უნდა ყოფილიყო 3 მოსწავლე. აღმოვაჩინე რომ განაწილდნენ ბავშვები ისევ ისე როგორც მეგობრობენ.  აღმოჩნდა ,რომ არ სურდათ ბიჭებთან ელა მელქუაშვილს  მარიამ ხუციშვილს, მარიამ დურულს, ლალი მახანაშვილს, ნიკას და დათოს კი დაცილება არ უნდოდათ. მათ განაწილებას ვაკვირდები და არ ვერევი მთავარია როგორ წარიმართება თანამშრომლობა მათ შორის . აღმოჩნდა რომ ჯგუფში სადაც ძლიერი მოსწავლეები აღმოჩნდნენ ყველას ლიდერობა სურს, არ აცდიან ერთმანეთს, ვერ თანხმდებიან.  ჯგუფში სადაც არიან დიტო, ანა და მარიამ დურული, დიტო არაფერს აკეთებს და არის პასიური, ჯგუფის წევრები კი ჩივიან არ გვეხმარებაო. მიზეზი  ასე ახსნა დიტომ „მე არაფერს მიჯერებენ და ამიტომ არ ვერევიო“. ვერ შეძლეს ერთად მუშაობა ნიკამ და დათომ , ორივე ცუღლუტობს და თავს არიდებს მუშაობას. ნიკა მთლიანად სხვებზეა დამოკიდებული და არ ცდილობს არაფერს.
ამ დაკვირევების შემდეგ გადავწყვიტე ჯგუფები გავანაწილო ჩემი შეხედულებით , და ხშირად ვცვალო ჯგუფის შემადგენლობა, რათა შეძლონ ერთმანეთის უკეთ გაგება. ან მოვახდინო ჯგუფების დაკომპლექტება  ნომრებით, შემთხვევითობით, კენჭისყრით და ა.შ.
6 დეკემბერი
დავიწყე პროექტი „საახალწლო ტრადიციები ქართლში“, და მზადება ამ პროექტის საზეიმო პრეზენტაციისთვის. ვიწყებ დაკვირვებას მზადების პროცესში.
დავალება პირველი –– მოიძიონ ინფორმაცია საახალწლო ტრადიციებზე,მოიძიონ  საახალწლო ლექსები და სიმღერები.
12 დეკემბერი
შემიძლია ვთქვა, რომ დღე წარმატებული იყო.მოიტანეს მიძიებული ინფორმაცია, ლექსები,არჩევდნენ სიმღერებს. ერთმანეთს ყურადღებით უსმენდნენ, ლექსებიც გაინაწილეს ისე,რომ ყველა ყოფილიყო თანაბრად დატვირთული. მათი მზადება და საქმიანობა იყო სასიამოვნო, ორგანიზებული. ყველა ჩართულია საერთო საქმიანობაში. არ მქონდა პრობლემა დისციპლინაზე, ლექსების და სიმრერების განაწილებაზე. ყველა როლი მოირგეს შესაძლებლობების მიხედვით.

18 დეკემბერი
მოსწავლეებზე სრული წარმოდგენის მიზნით გადავწყვიტე ჩავატარო ანკეტირება როგორც მოსწავლეებს შორის ასევე მათ მშობლებს შორის. საჭიროა კითხვები შევარჩიო ისე რომ გავარკვიო როგორი ურთიერთობაა ბავშვებსა და მათ მშობლებს შორის, რას ფიქრობენ თვითონ ბავშვები საკუთარ დამოკიდებულებაზე თანატოლებთან.  ვფიქრობ ეს გამოკითხვა მომცემს საშუალებას  გავარკვიო მათი ხასიათი, ურთიერთობები, სირთულეები და სხვა. მიღებული შედეგების მიხედვით დავგეგმავ კვლევის შემდგომ მიმდინარეობას.
ანკეტირებას ჩვატარებ მე–2 სემესტრში  სკოლაში მობრუნების შმდეგ.

24 დეკემბერი
ჩავატარეთ საახალწლო ღონისძიება, რომლითაც კმაყოფილი დავრჩი მეც და ჩემი ბავშვებიც. აღნიშნული ღონისძიება დამეხმარა კვლევაში მათი ურთიერთ თანამშრომლობის  შესწავლაში. ამასთანავე ხელი შეუწყო კლასში მეგობრული გარემოს შექმნას, ბავშვები უფრო დამეგობრდნენ, უსმენდნენ ერთმანეთს, თანაუგრძნობდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.იმდენად კარგად დავშორდით ერთმანეთს რომ საშობაო არდადეგებს მშვიდად და ერთმანეთის მონატრებაში გავატარებთ.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობის უნარის, დამოუკიდებელი მუშაობის ,შემოქმედებითი მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარებას. ხელს უწყობს მათ დამეგობრებას და სასიამოვნო გარემოს შექმნას კლასში.
25 იანვარი
ჩავატარე მშობელთა ანკეტირება. მშობლებს დავურიგე წინასწარ მომზადებული კითხვები. ჩემი მიზანია დავადგინო მოსწავლეთა საქმიანობა სახლში, მშობლების დამოკიდებულება, ასევე  მოსწავლეთა საყვარელი საქმიანობა,თანატოლებთან ურთიერთობა და .შ.
ანკეტირების შედეგები ცხრილის სახით შედგენილი თან ერთვის დღიურს, მხოლოდ არ მოვახდინე კოდირება და წარმოდგენილია ზოგადი სახით. დანარჩენი კი ინახება კლასის პორტფოლიოში.

4 თებერვალი
ჩავატარე ანკეტირება მოსწავლეთა შორის. კითხვები, მოსწავლეთა პასუხები ინახება კლასის პორტფოლიოში. შედეგები კი ცხრილის სახით თნ ერთვის კვლევის დღიურს.

15 თებერვალი
კლასში საგრძნობლად გაუმჯობესდა  მოსწავლეთა თანამშრომლობა. მყავს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მოსწავლე თაკო და მარიამ ჯოლბორდი, რომლებიც ხშირად კამათობენ თუმცა ჩხუბში არ გადადის ეს კამათი. ვცდილობ საუბრებით, ცხოვრებისეული მაგალითებით მათ დაახლოებას. უკვე 2–3 დღეა ერთად  არიან, არც კამათი არ მოსვლიათ. გავაგრძელებ დაკვირვებას.
დიტო მაკრახიძე არ თამაშობს ბიჭებთან. ძირითადად კლასშია ზის თავისთვის ან დერეფანში დასთან ერთადაა. კამათი ან ჩხუბი არავისთან არ მოსდის. ვაგრძელებ დიტოზეც დაკვირვებას.
შევნიშნე რომ ანა ჩოხელს ხშირად დასცინიან, ბავშვი განიცდის. ხან ეპასუხება, ხან ჩუმადაა, მაგრამ ვგრძნობ რომ დაძაბულია. აქაც მჭირდება დაკვირვება და შეუმჩნეველი ჩარევა.
დანარჩენებთან არანაირი პრობლემა არ არსებობს. მეგობრობენ, თანამშრომლობენ და კარგი ურთიერთობა აქვთერთმანეთთან.

ვიწყებ მზადებას დედის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში. იმედი მაქვს ეს ღონისძიება დამეხმარება მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. ასევე კლასში მეგობრული და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.



           მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირება

1.       სიამოვნებით მოდიხარ სკოლაში?
             კი                არა
2.      გიხარია შენს საკლასო ოთახში შესვლა?
              კი                     არა
3.      როგორ გრძნობ თავს კლასში?
 ა)  აქ კარგად ვარ,თავს ვგრძნობ მეგობრების წრეში
ბ)  მყავს რამოდენიმე მეგობარი.ყველა კლასელთან არ ვმეგობრობ
გ)  შეიძლება ითქვას ,რომ ვარ მარტოსული
4.      ხდება ისე, როცა შენ სხვებთან ერთად ცელქობ და სისულელეს ჩადიხარ?
               ხშირად                     ხანდახან                   არასოდეს
5.      ჯგუფში მუშაობის დროს ითვალისწინებ მეგობრის შენიშვნებს?
               ხშირად                      ხანდახან                    არასოდეს
6 .  შეგიძლია კლასში ყველასთან თანამშრომლობა?
               კი                                 არა
 7.ხდება ისე, რომვერ უთანხმდები ჯგუფის წევრებს და კამათი ჩხუბში გადადის?
              ხშირად                   ხანდახან                        არასოდეს
8.    ასეთ დროს ვის უფრო მეტად ადანაშაულებ?
              საკუთარ თავს                     ჯგუფის წევრებს
9.      ჯგუფში მუშაობა შენთვის პრობლემას წარმოადგენს?
              ხშირად                   ხანდახან                             არასოდეს
10.      გეადვილდება  მეგობრებთან თანამშრომლობა?
              ხშირად                    ხანდახან                               არასოდეს
11.      ყურადღებით უსმენ მეგობარს?
                  კი                             არა
12.       შენ თუ გისმენენ?
                                       კი                                არა
მშობლის სახელი, გვარი   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოსწავლის სახელი, გვარი   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  რამდენი ბავშვი იზრდება ოჯახში?   ––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  მერამდენეა ჩვენი მოსწავლე?   ––––––––––––––––––––––––––
Ø  არისთუ არა ოჯახი სრული?  –––––––––––––––––––––
Ø  ძირითადად ვინ არის დაკავებული ბავშვის აღზრდით?   –––––––––––––––––––––––––––––––
Ø  აქვს თუ არა მოსწავლეს თავისი ოთახი ან სამეცადინო კუთხე?  –––––––––––––––––––
Ø  აქვს თუ არა მას გარკვეული საოჯახო ფუნქციები?(მაგ:უვლის ყვავილებს, უვლის უმცროს დას ან ძმას და ა. შ. )  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  როგორი ურთიერთობა აქვს უფროსებთან?  (დამჯერი, მორცხვი, თამამი, თავისუფალი და ა.შ. )
Ø  თანატოლებთან ურთიერთობისას რა თვისებებს ამჟღავნებს? ( ლიდერია,დამთმობია მტირალა, მოჩხუბარა ....)
Ø  რა უყვარს განსაკუთრებით?  (ტელევიზორის ყურება,ძილი, ძაღლთან თამაში, კომპიუტერით თამაში.....)  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  რა არ უყვარს?  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  დასჯის რა ფორმას იყენებთ?  (ყვირილი, მითითება,კუთხეში დაყენება ....)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  როგორ წაახალისებთ ხოლმე თქვენს შვილს?  ( სათამაშოს უყიდით,გულში ჩაიკრავთ,მადლობას ეტყვით ........)–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  როგორ ასრულებს საშინაო დავალებებს დამოუკიდებლად თუ ეხმარებით?  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  ადვილად შედის კონტაქტში თანატოლებთან თუ არა? ––––––––––––––––––––––––––––––
Ø  უყვარს სკოლაში სიარული?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  ხშირად უხდება კონფლიქტი თანატოლებთნ? –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  მისი საყვარელი საქმიანობაა  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  მისი ჰობია  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  როგორ წარმოგიდგენიათ სკოლასთან თანამშრომლობა?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  რა მოთხოვნას უყენებთ სკოლას?  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  თქვენი შვილის თვისებებიდან გამომდინარე რა რჩევას მისცემდით მასწავლებელს?–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø   




ა ნ გ ა რ ი შ ი

2012–2013 სასწავლო წლის დეკემბერი– თებერვალის განმავლობაში კლასში ვაწარმოებდი კვლევას კლასში მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
კვლევის მიზანი: კლასში მოსწავლეთა თანამშრომლობის შესწავლა, არსებული პრობლემების შესწავლა და პრობლემების გადაჭრის გზების გამონახვა. კლასში მეგობრული გარემოს შექმნა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება.
მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობაში წამოჭრილი სიძნელეების გამო,ძლიერი მხარისა  და საჭირო უნარ–ჩვევების განსავითარებლად გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება.
კვლევა დავიწყე დეკემბერში და დავასრულე თებერვალში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კლასის ინტერესებიდან გამომდინერე კვლევის დღიურში კვლავ ვაწარმოებ ჩანაწერების წარმოებას.
კვლევის ამოსავალი პუნქტი მომდინარეობს ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან . კვლევის პროცესში არ ვარ დამოკიდებული სხვა პიროვნებებზე და ინსტანციებზე, თუმცა ჩემი კოლეგები მზად არიან ჩაერთონ კვლევაში. კერძოდ, ესენი არიან კლასში შემსვლელი მასწავლებლები; . ელიკაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი და თ. ფილიური. მათთან კონსულტაციების გათვალისწინებით ვაკვირდები კლასს.
მიმაჩნია,რომ ეს სიტუაცია დამეხმარება როგორც ჩემი პროფესიული ზრდისთვის ასევე  ჩემი მოსწავლეებისთვის,რადგან აღნიშნულ კვლევას აქვს ასევე აღმზრდელობითი ღირებულებაც.ეს სასწავლო წელი არის ჩემი მათთან მუშაობის წელი და დიდი სურვილი მაქვს მე–5 კლასში გადასული მოსწავლეები იყვნენ მეგობრულები, ჰქონდეთ გამომუშავებული თანამშრომლობის უნარები და შეეძლოთ პრობლემების გადაჭრა. გარდა ამისა ჩემი კვლევა მიესადაგება ჩემი გაკვეთილის მიზნებსაც. სიტუაციიდან გამომდინარე კვლევითი აქტივობები ჩავრთე საგაკვეთილო პროცესშიც. გამოვიყენე ჯგუფური საუბრები და აქტივობა „კოლექტიური პორტრეტი“ რომელიც ძალიან დამეხმარა მოსწავლეთა დაახლოებაში და დადებითი ემოციების გამოვლენაში.
კვლევის მეთოდები: კვლევის პროცესში გამოვიყენე დაკვირვების ორივე ჯგუფი: თვისობრივი დაკვირვებაც და რაოდენობრივი დაკვირვებაც. თვისობრივ დაკვირვების დროს გამოვიყენე დაკვირვება და დიალოგი,ხოლო რაოდენობრივი დაკვირვების დროს  ზეპირი გამოკითხვა და წერილობითი გამოკითხვა, ანუ, ანკეტირება როგორც მოსწავლეების ასევე მშობლების.
უბრალო დაკვირვების დროს ვაკვირდები ჩაურევლად დასვენებაზე, გაკვეთილზე, ჯგუფური მუშაობის დროს, საახალწლო ღონისძიების მზადების დროს. თუმცა საახალწლო ღონისძიების მზადების დროს ვიყენებდი ჩართულ დაკვირვებასაც. ჩართული დაკვირვების დროს ვიყენებ აღწერით, ფოკუსირებულ და შერჩევით დაკვირვებას. აღწერითი დაკვირვების დროს ვაკვირდები ყველაფერს როგორ ემზადებოდნენ, როგორ ინაწილებენ როლებს, როგორ მოიძიეს მასალები საახალწლო ტრადიციებზე, როგორ ამზადებენ საახალწლო მისალოცებს. ფოკუსირებული დაკვირვების დროს კი ვაკვირდები როგორია მათი ერთობლივი მუშაობის უნარ–ჩვევები, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რაც წარმოადგენს ჩემი კვლევის შესწავლის ინტერესს. შერჩევითი დაკვირვების დროს კი ვაკვირდები თუ რამდენად შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება. ვცდილობ არ ჩავერიო აქტიურად, არამედ შეუმჩნევლად ვაძლევ მითითებებს, ვითვალისწინებ და ვისმენ მათ მოსაზრებებს და ვაძლევ სწორ მიმართულებას. ვაწარმოებ კვლევის დღიურს და ვინიშნავ ყველაფერს.
პედაგოგიური კვლევის პროცესში გამოვიყენე მასობრივი გამოკითხვის მეთოდი, წერილობითი გამოკითხვა ანუ, ანკეტირება. ანკეტირება გამოვიყენე როგორც მოსწავლეთა ასევე მშობელთა შორის. შედეგები  გამოვსახე ცხრილის სახით. თუმცა ცხრილის შედგენის დროს არ გამომიყენებია კოდირება, ცხრილი გავაკეთე ზოგადად და გამოვყავი იმ კითხვის პასუხები რომლებიც მჭირდებოდა ჩემი კვლევისთვის და მოსწავლეთა თანამშრომლობაში არსებული პრობლემების აღმოსაჩენად.
(აღნიშნული ცხრილები ინახება ჩემს პორტფოლიოში და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ.)
მოსწავლეთა ანკეტირების დროს გამოვიყენე ძირითადად დახურული კითხვები, ხოლო მშობელთა ანკეტირებისას ღია კითხვები და ანკეტები არ ყოფილა ანონიმური ამიტომაც არც კოდირება არ გამოვიყენე.
შედეგები:  კვლევის დროს აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს უჭირთ ერთთმანეთთან თანამშრომლობა, ერთმანეთის მოსმენა, გამოიკვეთა მოსწავლეები რომლებსაც სურთ კლასში პირველობა და ერთმანეთს არ უთმობენ არაფერს და ამიტომ ხშირად უხდებათ კამათი და რამდენჯერმე საჭირო გახდა ჩემი ჩარევაც. ასევე არიან ბავშვები, რომლებსაც კლასელებთან აქვთ პრობლემები .
ჩატარებული საუბრების, აქტივობების, დისკუსიების,ჯგუფური საუბრების, კლასგარეშე ღონისძიებების მომზადებისას მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. კლასში არის მეგობრული გარემო, ცდილობენ მოუსმინონ ერთმანეთს, პატივისცენ ერთმანეთის აზრს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან. იშვიათად მოსდით ერთმანეთში ჩხუბი .
დასკვნა:  აღნიშნული კვლევა დამეხმარა კლასის შესწავლაში, მოსწავლეთა თავისებურებების გამოკვლევა–შესწავლაში, არსებული პრობლემების აღმოჩენაში და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში. კლასში მეგობრული გარემოს შექმნაში და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებაში. ასევე გამოიკვეთა მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

Комментариев нет:

Отправить комментарий