თანამშრომლობა კოლეგებთან




       კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება
   
საპრეზენტაციო თემა:  პედაგოგიური კვლევა  
პრეზენტაციის ავტორი :   ნ. კოლიაშვილი

                   http://www.slideshare.net/koliashvili/ss-38052956





ანგარიში

2012 წლის 28 ნოემბერს  გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე. ტრენინგი იყო ბევრის მომცემი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. მივიღე ახალი გამოცდილება და სურვილი  გამეზიარებინა მიღებული გამოცდილება კოლეგებისთვის. ამ მიზნით დავსახეთ სხვა კათედრებთან შეხვედრა. ეს შეხვედრა შედგა თანამშრომლობის,ურთიერთსწავლების და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით გამოვიყენე აქტივობა –პრეზენტაცია . პრეზენტაცია მოვამზადე თემაზე  „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე „
პრეზენტაციის მომზადების დროს  გამოვყავი ის ძირითადი საკითხები  რაც საჭიროა კვლევის წარმოებისთვის.თავდაპირველად გავაცანი თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რა თავისებურებები გააჩნია პედაგოგიურ კვლევებს. გამოვყავი კვლევის ეტაპები. ვისაუბრე კვლევის პროცესის ძირითად მეგზურზე კვლევის დღიურზე.
პრეზენტაციის დროს ყურადღება გავამახვილე კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის სწორად შერჩევაზე. ვისაუბრე კვლევის მეთოდებზე  რომლებსაც ხშირად იყენებენ პედაგოგები.
საბოლოო საფეხური რაც კვლევის ჩატარებასა და მონაცემების დამუშავებას მოსდევს, კვლევის ანგარიშის შექმნაა. კვლევის ანგარიშისთვის უნდა გავითვალისწინოთ  ოთხი ძირითადი პუნქტი შესავალი, მეთოდები, შედეგები და დასკვნები.

პრეზენტაციამ პედაგოგიური კვლევების შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია კოლეგებს შორის. გამოთქვეს სურვილი კვლევის ჩატარების და შემდეგ ჩატარებული კვლევის განხილვა კათედრის სხდომაზე. პედაგოგები შეარჩევენ საკვლევ თემას და მოაწყობენ პრეზენტაციას, რაც უკეთ დაგვეხმარება შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში. ასევე გავუზიარებთ ერთმანეთს კვლევის შედეგად მიღებულ გამოცდილებას , რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პროფესიულ ზრდას.




1.რამდენად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი შესავალი ნაწილი?


2.რამდენად დამაჯერებელი იყო არგუმენტაცია

3.რამდენად საინტერესო და ორიგინალური იყო საპრეზენტაციო თემა


4.რამდენად მოიპოვა პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება?


5.რამდენად შემაჯამებელი იყო პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი?


6. რამდენად იყენებდა პრეზენტატორი  თვალსაჩინოებებს?


7. ღონისძიებაში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?



8.როგორ გამოიყენებთ შეძენილ ცოდნასა და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


              გაცვლითი პროგრამა

2013 წლის 30 აპრილიდან 30 მაისამდე მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა პროფესიულ გაცვლით პროგრამაში „ურთიერთთანამშრომლობა ქვემო ქართლის/ სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებს შორის“. პროგრამა განახორციელა „სამოქალაქო ინტეგრაციისა ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრმა“ ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.
მასწავლებლების შეხვედრა მოხდა ბაკურიანში. აქ იყვნენ მასწავლებლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. მოხდა განაწილებაც. ჩემთან მოხვდა წალკის რაიონის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სუზანა ნალბანდიანი, რომელიც ასწავლის არაქართულენოვან სკოლაში ქართულ ენას. აღმოჩნდა,რომ სუზანა კარგად საუბრობს ქართულად, აქცენტიტ,მაგრამ კარგად იცის ქართული. გამიკვირდა, როცა შევხვდი მასწავლებლებს,რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული. ეს ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, რადგან ადამიანები,რომლებიც იბადებიან და იზრდებიან საქართველოში და არ იციან ქართული... ამდენად, ეს პროგრამა მეტად აქტუალურად და დროულად მიმაჩნია. ყველა დიდი ინტერესით და მონდომებით ჩავერთეთ.
ბაკურიანში ერთად გავიარეთ 2 დღიანი ტრენინგი, ვისაუბრეთ გაკვეთილის დაგეგმვაზე, პროექტებზე, პედაგოგიურ კვლევებზე.გარემო იყო სასიამოვნო, იმ თვალსაზრისით.რომ კოლეგებს შორის ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ვსაუბრობდით ჩვენს სკოლებზე,მიღწევებზე,პრობლემებზე. გავიცანი სამტრედიის სკოლის მასწავლებლები, რუსთავის, თბილისის, ქობულეთის,  ფოთის  სკოლების მასწავლებლები. ასევე არაქართულენოვანი სკოლების , სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები.
სუზანა ნალბანდიანი ერთი თვე ცხოვრობდა ჩემთან. ერთად დავდიოდით სკოლაში. მყავს მეოთხე კლასი. ბავშვებმა ძალიან კარგად და თბილად მიიღეს სტუმარი. ძალიან დაუახლოვდნენ და ბოლოს ცრემლებით გააცილეს. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას, მესწრებოდა გაკვეთილზე, ერთად ვგეგმავდით და ვარჩევდით გაკვეთილებს, აქტივობებს. რადგანაც სუზანა ისტორიის მასწავლებელია, ამიტომ ისტორიის მასწავლებლებიც,თ. ბუხრაძე და ლ. გეჯაძეც,  ჩაერთვნენ მასთან თანამშრომლობაში.ასევე ჩართულები იყვნენ ქართულის მასწავლებლები ი.ხმიადაშვილი და მ. აკოლაშვილი. ისინი ერთად გეგმავდნენ გაკვეთილებს არჩევდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას. მუშაობა ორივე მხარისთვის იყო ნაყოფიერი და საინტერესო. ამასთან ერთად მანანა აკოლაშვილმა ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები და ლიტერატურის წიგნებიც უსახსოვრა.
სუზანას სტუმრობა დაემთხვა ჩვენს პროექტს „ჩემი სოფელი“. მასთან ერთად მოვიარეთ სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილები. ბავშვები აქტიურად და დიდი სიყვარულით ათვალიერებინებდნენ სოფელს, ყოველ კუთხე-კუნჭულს უხსნიდნენ და აცნობდნენ სოფელს.
გორის მე-12 საჯარო სკოლაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ მარნეულის სკოლის მასწავლებლები. მათთან წავედით სტუმრად. სკოლის დირექტორი, ქალბატონი რუსუდან ლომიძე, გულთბილად შეგვხვდა. თავის სტუმრებთან ერთად დავესწარით დაწყებით კლასში ქართულის გაკვეთილს. (პედაგოგი მარიამ უნაფქოშვილი). გაკვეთილზე გამოიყენა აქტივობა როლური თამაში თოჯინებით, გაკვეთილი იყო საინტერესო. ჩვენც დავპატიჟეთ ჩვენს სკოლაში მარნეულელი მასწავლებლები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოუხერხდათ .
ჩვენც და ბავშვებიც დავუახლოვდით სტუმარს. დავგეგმეთ ჩვენი მომავალი შეხვედრა ბურნაშეთის სკოლაშიც. რამდენად შევძლებთ დასახული გეგმის განხორციელებას მომავალი გვიჩვენებს.
ერთმა თვემ სწარაფად გაირბინა. სასიამოვნოდ დატვირთული თვე იყო. გულთბილად დავშორდით ერთმანეთს და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მეგობრობას, შევეცდებით ბავშვებიც გავაცნოთ და დავაახლოვოთ ერთმანეთს.


                                                               15.06. 2013 წელი

ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ სუზანა მასწავლებელი! !




სუზანა გაკვეთილზე !


სტუმრად მე-12 სკოლაში!



სუზანა და ჩვენ !




გაცვლითი პროგრამა დასრულდა ! შეხვედრა განათლების სამინისტროში !






 


                                            ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი!


შევიკრიბეთ გამოცდილების გაზიარების მიზნით. განვიხილეთ პროგრამა Movie Maker-ი და ამ პროგრამაში ვიდეოების გაკეთება.






Комментариев нет:

Отправить комментарий